ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა
ბრედ პიტი ძალიან განიცდის ანჯელინა ჯოლის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. მისი აზრით, მსახიობი თავს არ ზოგავს და ნერვული აშლილობის ზღვარზე იმყოფება. იგი მკერდის ტკივილისაგან იტანჯება დაახლოებით 6 თვის წინ ანჯელინა ჯოლის ორივე მკერდი მოკვეთეს და სილიკონის იმპლანტანტები ჩაუდგეს. ახლა მსახიობი მკერდის არეში ძლიერი ტკივილებისგან იტანჯება. ნოემბერს ანჯელინა მიწვეული იყო ამერიკულ ტელეგადაცემაში მან მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ უამბო მაყურებელს .მან გადაცემის ბოლოს ჟურნალისტის გასაკვირად საოცარი ფრაზით დაასრულა გადაცემა - „დროა ფსიქიატრიულში მომათავსონ“-განაცხადა ჯოლიმ.
პოლ უოკერი: “თუ ოდესმე სიჩქარით მოვკვდი არ იტიროთ, რადგან მე ამ დროს ვიღიმოდი”
ყველასთვის საყვარელი მსახიობი პოლ უოკერი, შაბათს ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე პოლის მეგობრები და თაყვანისცნემლები არიან შეკრებილნი. ვარსკვალვი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ცნობილი იყო სპორტული მაქნანებისა და რბოლების სიყვარულით. მან სახელი ფილმ “ფორსაჟში” მონაწილეობით გაითქვა.

პოლის გამონათქვამები:

“თუ ოდესმე სიჩქარით მოვკვდი არ იტიროთ, რადგან მე ამ დროს ვიღიმოდი”

“დასანანია, რომ ყველა ტრიუკის დროს საჭესთან მე ვერ ვიჯექი”

“საქმე მაქანებსა და რბოლებში არ არის, თუმცა 25 წლის ასაკში,
მხოლოდ მათ გამო ვთანხმდებოდი ფილმებში მონაწილეობას”

“მე ქრისტიანი ვარ. არ მესმის ათეისტების. სერფინგით და სნოუბორდით ვარ გატაცებული და გარს ყოველთვის ბუნება მარტყია.
ამ ყველაფრის დანახვისას ვფიქრობ, როგორ შეიძლება ღმერთის არ გწამდეს?”

“ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ყველაზე დიდი წყევლა, ვინმეს შეყვარებაა”

პოლ უოკერის უკანასკნელი ფოტო:
'ფორსაჟი 7'-ის გადაღებები გაურკვეველი დროით გადაიდო!
სტუდია Universal-მა 'ფორსაჟი 7'-ის გადაღებები გაურკვეველი დროით გადადო. ამის შესახებ გამომცემლობა The Hollywood Reporter იტყობინება.
დასტურდება, რომ სურათზე მუშაობა კვირას, 1 დეკემბერს, ატლანტაში უნდა გაგრძელებულიყო,მაგრამ პოლ უოქერის დრამატული გარდაცვალების გამო ეს განრიგი აქტუალური აღარ არის.
სტუდიის წყაროები ამბობენ, რომ გადაღებების პროცესის სრულ შეჩერებაზე ლაპარაკი არაა და სურათი ყველა შემთხვევაში დასრულდება.
დასტურდება, რომ მატერიალის არსებითი ნაწილი უკვე გადაღებულია. ჯგუფს გადაღებები აბუ-დაბიში 2014 წლის იანვარს უნდა გაეგრძელებინა.
შეგახსენებთ, რომ სურათის პრემიერა 2014 წლის 11 ივლისს არის დანიშნული.
პოლ უოლქერი ლოს-ანჯელესის გარეუბანში 2013 წლის 30 ნოემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
პოლ უილიამ უოკერ IV (ინგლ. Paul William Walker IV; დ. 12 სექტემბერი, 1973 — გ. 30 ნოემბერი, 2013) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახდა ბრაიან ო'კონერის როლის შესრულებით „ფორსაჟის“ ფილმების სერიაში. გარდაიცვალა 2013 წლის 30 ნოემბერს, კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარიტაში, ავტო-კატასტროფაში.
გარდაცვალება

2013 წლის 30 ნოემბერს ზუსტად ადგილობრივი დროით 15:30-ზე, უოკერი და მისი მეგობარი როჯერ როდასი საქველმოქმედო ფონდ „Reach Out Worldwide“-ის, ტაიფუნ ჰაიანის მსხველპლთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე მივიდნენ. ისინი მალევე წამოვიდნენ ღონისძიებიდან წითელი „Porsche Carrera GT“-თი რომელიც როდასს ეკუთვნოდა. გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ღამის განათების ბოძსა და გვერდზე მდგომ ხეს დაეჯახა, ვალენსიაში, მანქანა მაშინვე აალდა. ლოს-ანჯელესის შერიფის განყოფილებამ განაცხადა, რომ ორივე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. ავტო-კატასტროფის მიზეზად მაღალი სიჩქარე სახელდება. ასევე შემთხვევის ადგილისაკენ მიმავალი გზის 8 მონაკვეთზე აღინიშნება დამწვარი რეზინისა და ე.წ. „ფუნთუშის“ („წრეზე დრიფტი“) კვალი.
ვენსან კასელთან დაშორების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი მონიკა ბელუჩი თავით-ფეხებამდე მუშაობაშ გადაერთო. მან ახლახან დაასრულა ემილ კუსტურიცას ახალ ფილმში "On the Milky Road" მონაწილეობა და უკვე ელის რორვაკერის ფილმში "საოცრებები" დაიწყო გადაღებები. 49 წლის მსახიობი და უდაოდ ლამაზმანი ფანტასტიურად გამოიყურება, რაშიც დავრწმუნდებით ამ ფილმის და სხვა ფოტოსურათების დათვალიერებით
გამოცემა Production Weekly- მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლიდანაც ვიგებთ ტერმინატორი 5- ის სრულ სახელს.

პირველ რიგში დადასტურდა ის, რომ ფილმს რეჟისორი ალან ტეილორი გადაიღებს. ფილმს კი ერქმევა – ტერმინატორი: არსებობა.

აქედან ვიგებთ, რომ შემქმნელები სკაინეტსა და ადამიანებს შორის ბრძოლას დაუბრუნდებიან. თუმცა ჯერ მომავალი ფილმის სიუჟეტი უცნობია და ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სავარაუდოდ ერთ- ერთ მთავარ როლს ფილმში ისევ - არნოლდ შვარცნეგერი შეასრულებს.
ანჯელინა ჯოლი ვოიტი (ინგლ. Angelina Jolie Voight) (დ. 4 ივნისი, 1975), უკეთ ცნობილი როგორც ანჯელინა ჯოლი — ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.
მიუხედავად იმისა რომ ანჯელინას დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005).
ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს, მეორე მეუღლე ბილი ბობ ტორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ანჯელინა დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.